“სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაშია
დღეიდან “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები შევიდა ძალაში. აღნიშნულ ცვლილებებს კანონი ევროკავშირის სასაქონლო ნიშნების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოჰყავს და არსებული ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
კერძოდ, გადაიხედა სასაქონლო ნიშნის განმარტება, რითაც გრაფიკული გამოსახვის მოთხოვნის აუცილებლობას გაუქმდა. ასევე, დაზუსტდა უარის თქმის აბსოლუტური და შედარებითი საფუძვლების შესახებ დებულებები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ცვლილებებით სასაქონლო ნიშნების საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის მითითების ახალი წესები დაწესდა.
გარდა ამისა, მსგავსი სასაქონლო ნიშნების დაპირისპირების შემთხვევაში, გაჩნდა თანხმობის წერილის წარდგენის შესაძლებლობა.
ასევე, გადაიხედა და შეიცვალა ექსპერტიზის ჩატარების პროცედურული ვადები.
გარდა ამისა, გაფართოვდა სააპელაციო პალატის კომპეტენცია.
ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვება შესაბამისი ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში, რითაც განისაზღვრება საქპატენტის მომსახურების საფასურები, ასევე სასაქონლო ნიშნების ინსტრუქციაში.