გამოყენების წესები
ეს ვებგვერდი მთლიანად ეკუთვნის შპს “ირაკლი კასრაძის იურიდიულ კომპანიას”, რომელიც საქმიანობს როგორც Kasradze IP Law Firm:
მისამართი: მოსაშვილის ქ. N12, 0179,
თბილისი, საქართველო.
საიდენტიფიკაციო ნომერი: 405677708
ამ ვებსაიტის გამოყენებით, თქვენ პირდაპირ აცხადებთ, რომ ეთანხმებით შემდეგ გამოყენების პირობებს.
I. ინტელექტუალური საკუთრება
ამ ვებსაიტის შინაარსი, მათ შორის სასაქონლო ნიშნები, ლოგოები, ნახაზები, მონაცემები, მომსახურების დასახელებები ან კომპანიის სახელწოდებები, ტექსტები, გამოსახულებები და სხვა მასალები, დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით და ეკუთვნის შპს “ირაკლი კასრაძის იურიდიულ კომპანიას” ან უფლებების მფლობელ მესამე პირებს.
II. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ამ ვებსაიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა. ინფორმაცია არ არის მორგებული ინდივიდუალური ან კონკრეტული გარემოებების მიხედვით და, შესაბამისად, არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც პირადი, პროფესიული ან სამართლებრივი რჩევის წყარო მომხმარებლისთვის.
შპს “ირაკლი კასრაძის იურიდიულ კომპანია” მუდმივად მიმართავს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს სრული, ზუსტი და განახლებული ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ვებსაიტზე არსებული ინფორმაცია შეიცავდეს უზუსტობებს. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს უზუსტობებს ან გარკვეული ინფორმაცია ხელმისაწვდომი აღარ გახდება, შპს “ირაკლი კასრაძის იურიდიულ კომპანია” მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
თუმცა, შპს “ირაკლი კასრაძის იურიდიულ კომპანია” არ არის პასუხისმგებელი ვებსაიტზე არსებული ინფორმაციის გამოყენებით გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
თუ ამ ვებსაიტზე აღმოაჩენთ უზუსტობებს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ვებსაიტის ადმინისტრატორს.
ამ ვებსაიტის შინაარსი (მათ შორის ბმულები) შეიძლება შეიცვალოს, განახლდეს ან დაემატოს ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. შპს “ირაკლი კასრაძის იურიდიულ კომპანია” არ იძლევა გარანტიას ვებსაიტის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე და არ არის პასუხისმგებელი ვებსაიტის დროებითი ან ხანგრძლივი შეფერხებისთვის, ტექნიკური ხარვეზებისთვის ან სხვა ტიპის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანისთვის, რომელიც შესაძლოა, ვებსაიტის გამოყენებით იყოს გამოწვეული.
მიუხედავად ზიანის ხასიათისა და პიროვნებისა, ვისი უფლებებიც დაირღვა, შპს “ირაკლი კასრაძის იურიდიულ კომპანია” არ შეიძლება აგებდეს პასუხს ამ ვებსაიტის ან ნებისმიერი სხვა ვებსაიტის (განსაკუთრებით, ბმულების საშუალებით ხელმისაწვდომი ვებსაიტების) გამოყენებით გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, მათ შორის მონაცემთა დაკარგვის, სამუშაოს შეჩერების, კომპიუტერული პროგრამების დაზიანების, ტექნიკის დაზიანების და მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ზიანისთვის.
ვებსაიტი შეიძლება შეიცავდეს ჰიპერბმულებს მესამე მხარეების ვებსაიტებზე ან გვერდებზე. ასეთი ბმულების არსებობა არ ნიშნავს, რომ შპს “ირაკლი კასრაძის იურიდიულ კომპანია” ეთანხმება ან ამტკიცებს მათ შინაარსს. შპს “ირაკლი კასრაძის იურიდიულ კომპანია” მკაფიოდ აცხადებს, რომ არ გააჩნია კონტროლი ამ ვებსაიტებისა და გვერდების შინაარსზე და, შესაბამისად, არ არის პასუხისმგებელი მათ შინაარსსა და მახასიათებლებზე ან მათგან გამოწვეულ შესაძლო ზიანზე.
III. მოქმედი კანონმდებლობა და კომპეტენტური სასამართლო
ეს ვებგვერდი, მათ შორის მოცემული სამართლებრივი განცხადებები, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ვებსაიტთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ექვემდებარება მხოლოდ საქართველოს სასამართლოს განსჯადობას.