
ირაკლი კასრაძე
კასრაძის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.
ირაკლი დაიბადა 1985 წელს ქ. თბილისში. მან იურიდიული განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სამაგისტრო დიპლომს დაეუფლა იტალიაში, ტურინის უნივერსიტეტში.
მან, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კარიერა 2007 წელს დაიწყო, როდესაც იურისტის პოზიცია დაიკავა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – საქპატენტში. ხოლო, შემდგომში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა ამავე უწყებაში.
საქპატენტში საქმიანობის პერიოდში, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში.
ირაკლი საქართველოს წარმოადგენდა საერთაშორისო პლატფორმებზე და მონაწილეობდა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, ინტელექტუალური საკუთრების თავების შემუშავების პროცესში.
ასევე, ირაკლი იყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის (ACE) თავმჯდომარე.
ირაკლი 2007 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია. ის ასევე, არის LES ბენელუქსის წევრი.
მას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების სფეროში, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებისა და სასამართლო დავების მიმართულებით.
მისი მშობლიური ენა ქართულია, ხოლო ინგლისურ და რუსულ ენებს ფლობს სრულყოფილად.
ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებისა და სასამართლო დავების მიმართულებით.
მისი მშობლიური ენა ქართულია, ხოლო ინგლისურ და რუსულ ენებს ფლობს სრულყოფილად.
