კასრაძის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანია FEPI 29-ზე პარიზში

ჩვენმა კომპანიამ, მონაწილეობა მიიღო ევროპის ინტელექტუალური საკუთრების 29-ე ფორუმში, რომელიც გაიმართა 2025 წლის 20-21 მარტს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.

ეს ღონისძიება აერთიანებდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროს სპეციალისტებს, რომლებიც განიხილავდნენ კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის უახლეს მეთოდებსა და სტრატეგიებს.

ფორუმზე გაზიარებულ იქნა ფასდაუდებელი ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებზე, აღსრულების ინოვაციურ პრაქტიკებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზებზე, რაც კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არის აუცილებელი. ჩვენმა მმართველმა პარტნიორმა ირაკლი კასრაძემ, მონაწილეობა მიიღო კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ გამართულ დისკუსიებში.

მოხარულნი ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში და ვიმედოვნებთ, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება საქართველოში ჩვენი კლიენტების ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კიდევ უფრო ეფექტურად დაცვის საქმეში.

Read More

კასრაძის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანია LESI-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე მადრიდში

2024 წლის 28-30 აპრილს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, გაიმართა Licensing Executives Society International (LESI)-ის ყოველწლიური კონფერენცია. ეს ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების სფეროს სპეციალისტებისთვის უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ხვდება ერთმანეთს.

LESI-ს ყოველწლიური კონფერენცია ცნობილია სიღრმისეული და მრავალფეროვანი პროგრამით, რომელიც მოიცავს ძირითად მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებსა და სემინარებს ინტელექტუალური საკუთრების წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით. ფორუმი ყურადღებას ამახვილებს ინტელექტუალური საკუთრების სამართალში არსებულ უახლეს ტენდენციებზე, გამოწვევებსა და ინოვაციებზე, ხოლო მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, გააფართოონ პროფესიული ქსელი და დაამყარონ კონტაქტები ინდუსტრიის ლიდერებთან.

კონფერენციაზე ჩვენი კომპანია წარმოადგინა მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი კასრაძემ. მისი მონაწილეობა მოიცავდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიულ დისკუსიებში აქტიურ ჩართულობას.

Read More

“სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაშია

დღეიდან “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები შევიდა ძალაში. აღნიშნულ ცვლილებებს კანონი ევროკავშირის სასაქონლო ნიშნების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოჰყავს და არსებული ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
კერძოდ, გადაიხედა სასაქონლო ნიშნის განმარტება, რითაც გრაფიკული გამოსახვის მოთხოვნის აუცილებლობას გაუქმდა. ასევე, დაზუსტდა უარის თქმის აბსოლუტური და შედარებითი საფუძვლების შესახებ დებულებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ცვლილებებით სასაქონლო ნიშნების საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის მითითების ახალი წესები დაწესდა. გარდა ამისა, მსგავსი სასაქონლო ნიშნების დაპირისპირების შემთხვევაში, გაჩნდა თანხმობის წერილის წარდგენის შესაძლებლობა. ასევე, გადაიხედა და შეიცვალა ექსპერტიზის ჩატარების პროცედურული ვადები. გარდა ამისა, გაფართოვდა სააპელაციო პალატის კომპეტენცია.
ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვება შესაბამისი ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში, რითაც განისაზღვრება საქპატენტის მომსახურების საფასურები, ასევე სასაქონლო ნიშნების ინსტრუქციაში.

Read More
Kasradze IP Law Firm
ka_GEGE