კასრაძის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანია LESI 2026-ზე დუბლინში

კასრაძის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანიამ, მიიღო მონაწილეობა LESI-ის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც 2026 წლის 26-29 აპრილს გაიმართა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში.
კომპანია წარმოდგენილი იყო მისი დამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის, ირაკლი კასრაძის მიერ.წლევანდელმა კონფერენციამ, თემით „ინოვაციიდან გავლენამდე: ინტელექტუალური საკუთრება, როგორც საერთაშორისო ზრდის მამოძრავებელი ძალა“, გააერთიანა ინტელექტუალური საკუთრების სფეროს პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და შექმნა პლატფორმა აქტუალური საკითხების განხილვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
კონფერენციის ფარგლებში შედგა შეხვედრები კოლეგებსა და პარტნიორებთან, სადაც მოხდა ხედვების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

