ცვლილებები შევიდა „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში

ძალაში შევიდა „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს არსებულ ხარვეზების გასწორებას და კანონის ევროკავშირის დიზაინის კანონმდებლობასთან დაახლოებას.
ცვლილებები აზუსტებს დიზაინის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებასთან, დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებთან, საერთაშორისო განაცხადის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მეშვეობით წარდგენასთან, დიზაინერის სახელის უფლებასთან, დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან, დიზაინის შეცვლილი სახით შენარჩუნების შესაძლებლობასთან და ბათილად ცნობის უკუქცევით ეფექტთან დაკავშირებულ საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ ასევე შემოღებულ იქნა ხელახალი ექსპერტიზის პროცედურა. გარდა ამისა, გაფართოვდა სააპელაციო პალატის კომპეტენცია.
საკანონმდებლო ცვლილებების, მოჰყვება შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ” და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებულ „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციასა და „საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულებაში“.

