კასრაძის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანია LESI-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე მადრიდში

2024 წლის 28-30 აპრილს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, გაიმართა Licensing Executives Society International (LESI)-ის ყოველწლიური კონფერენცია. ეს ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების სფეროს სპეციალისტებისთვის უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ხვდება ერთმანეთს.
LESI-ს ყოველწლიური კონფერენცია ცნობილია სიღრმისეული და მრავალფეროვანი პროგრამით, რომელიც მოიცავს ძირითად მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებსა და სემინარებს ინტელექტუალური საკუთრების წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით. ფორუმი ყურადღებას ამახვილებს ინტელექტუალური საკუთრების სამართალში არსებულ უახლეს ტენდენციებზე, გამოწვევებსა და ინოვაციებზე, ხოლო მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, გააფართოონ პროფესიული ქსელი და დაამყარონ კონტაქტები ინდუსტრიის ლიდერებთან.
კონფერენციაზე ჩვენი კომპანია წარმოადგინა მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი კასრაძემ. მისი მონაწილეობა მოიცავდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიულ დისკუსიებში აქტიურ ჩართულობას.